მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ და არგენტინამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
საქართველომ და არგენტინამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

საქართველომ და არგენტინამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE13 ივლისი, 2026, 17:23|bm.ge

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარეს ექნება უფლება დანიშნოს ავიაკომპანიები რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესასრულებლად. დანიშნული გადამზიდავები უფლებამოსილი იქნებიან, საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის რეისები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განახორციელონ.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიებს შორის ზიარი კოდის შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობას, როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე ქვეყნის ავიაგადამზიდავებთან. სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე ფრენების სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელი მხარეების ავიაკომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, პირდაპირი რეისების გარეშეც, პარტნიორი ტრანზიტული გადამზიდავების მეშვეობით მგზავრებს ორ ქვეყანას შორის მოქნილი მარშრუტები და ერთიანი ავიაბილეთები შესთავაზონ.

სააგენტოს ინფორმაციით, გაფორმებული მემორანდუმი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალური ლიბერალიზაციის, ბაზრების გახსნისა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის ზრდას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი შეთანხმებების გაფორმება საქართველოს საშუალებას აძლევს, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისთვის და მომავალში ეკონომიკური თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა

BM.GE

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა... ეს იყო მისი გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა მცირედით გაიზარდა

მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა მცირედით გაიზარდა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE