
მთავრობამ გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა მცირედით გაიზარდა
BM.GE|bm.ge
საქართველოს მთავრობამ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა 440 831 ლარით 9 846 045 ლარამდე გაზარდა.
18 აგვისტოს 1894-ე განკარგულების მიხედვით, ცვლილება შევიდა 714-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ფინანსური რესურსი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა. მას საჩხერის, დუშეთის, ონის, ზუგდიდის, მესტიის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები მიიღებენ.
ცვლილების მიხედვით, გაიზარდა დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 601 050 ლარამდე გაიზარდა. თანხა სოფელ ოძისში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობასა და გრემისხევის გზაზე ფერდობსამაგრი ნაგებობის მოწყობაზე დაიხარჯება.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge