
საქართველომ I კვარტალში $5.1 მილიონის ქაღალდი და მუყაო იყიდა|სად ვყიდულობთ?
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ქაღალდისა და მუყაოს იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2 014 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 5 128 400 დოლარი შეადგინა. ანუ, 1 ტონა ქაღალდსა და მუყაოში საშუალოდ $2 546.3 გადავიხადეთ.
შედარებისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 754 ტონა ქაღალდი და მუყაო შეიძინა, რაშიც 4 631 400 დოლარი გადაიხადა.
წლიური შედარებით, ქაღალდისა და მუყაოს იმპორტი ღირებულებით 10.7%-ით, ხოლო მოცულობით 14.8%-ით გაიზარდა.
წელს, 3 თვეში საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს თურქეთი იკავებს - საქართველომ იქიდან 1 728 100 დოლარის ღირებულების 690 ტონა პროდუქცია შეიძინა. მეორე პოზიციაზე ჩინეთია, სადაც 1 420 900 დოლარის ღირებულების 695 ტონა ქაღალდი და მუყაო შევიძინეთ. მესამე ადგილზე რუსეთია - იმპორტის ღირებულებამ 573 500 დოლარი, მოცულობამ კი 169 ტონა შეადგინა. გერმანიიდან საქართველოში 523 900 დოლარის ღირებულების 210 ტონა პროდუქცია შემოვიდა. სერბეთიდან იმპორტი 277 100 დოლარს და 71 ტონას შეადგენდა, ხოლო ესპანეთიდან - 221 700 დოლარს და 60 ტონას.
ამასთან, ჰონ-კონგიდან განხორციელდა 101 700 დოლარის ღირებულების 51 ტონა ქაღალდისა და მუყაოს იმპორტი. პოლონეთიდან შემოტანილი პროდუქციის ღირებულება 85 600 დოლარი იყო, მოცულობა კი - 16 ტონა. იტალიიდან ქვეყანაში 57 500 დოლარის ღირებულების 13 ტონა პროდუქცია შემოვიდა, ხოლო ისრაელიდან - 35 200 დოლარის ღირებულების 18 ტონა.