მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ უზბეკეთთან ხელი 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა - რას მოიცავს დოკუმენტი
საქართველომ უზბეკეთთან ხელი 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა - რას მოიცავს დოკუმენტი

საქართველომ უზბეკეთთან ხელი 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერა - რას მოიცავს დოკუმენტი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 15:25|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქართული ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის უზბეკეთში ექსპორტის გაზრდის კარგ პოტენციალზე საუბრობს.

უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში იგი რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ იბროჰიმ აბდურახმონოვს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას:

„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩვენი საერთო ინტერესია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს შორის თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას“.

მინისტრმა ასევე სანიტარიული და ფიტოსანიტარიული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა 2027 წლის სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას ითვალისწინებს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მინისტრის მოადგილეების დონეზე შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სპეციალისტებსა და ბიზნესს შორის კავშირების გაძლიერების და ლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრას დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, აგრეთვე უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და რესპუბლიკის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

III კვარტალში უმუშევრობა 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

BM.GE

9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1.2 მლრდ-მდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი

BM.GE

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

10 თვეში ექსპორტმა $7 მილიარდს მიაღწია | TOP-10 საქონელი

BM.GE

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები, ფეროშენადნობები... - ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 60.2%-მდე გაიზარდა

BM.GE