მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

საქართველოს 10 მედალოსანი პარალიმპიელი ჰყავს! | საქართველოს ბანკი, ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

BM.GE14 ივლისი, 2026, 18:34|bm.ge

იცოდით, რომ საქართველოს, დღეისთვის, 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს? მკითხველთა უმეტესობისთვის, ალბათ, ეს სიახლეა. თუმცა, ქართველი პარასპორტსმენების გამორჩეული შედეგები ნებისმიერ სპორტულ ისტორიაში საამაყო ადგილს იმსახურებს.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში მოგიყვებით ქართველ პარასპორტსმენებსა და მათ წარმატების ისტორიებზე.

გზა, რომელიც 2008 წელს დაიწყო

საქართველომ პარალიმპიურ თამაშებში პირველად 2008 წელს, პეკინში მიიღო მონაწილეობა - მაშინ დელეგაცია მხოლოდ ერთი სპორტსმენისგან, იაგო გორგოძისგან შედგებოდა, რომელმაც პარაწოლჭიმში მე-8 ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ქართული დელეგაცია ყოველ ციკლში იზრდებოდა: ლონდონში ორი სპორტსმენი გვყავდა, რიოში ხუთი, ტოკიოში 13, ხოლო პარიზში ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი, 14-კაციანი გუნდით მივიღეთ მონაწილეობა.

გუნდის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდებოდა სპორტსმენების წარმატებაც.

პირველი პარალიმპიური მედალი საქართველომ 2016 წელს, რიოში მოიპოვა. ზვიად გოგოჭური პარაჯუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალს დაეუფლა. ოთხი წლის შემდეგ, ტოკიოში, სამმა ქართველმა პარასპორტსმენმა - ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა), ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ (ორივე პარაჯუდოში) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პარიზი: აქამდე უპრეცედენტო შედეგი

თუ ტოკიომდე საქართველოს მაქსიმუმი ერთი მედალი იყო პარალიმპიადაზე, პარიზში (2024) ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე გაიზარდა. ქართველმა პარალიმპიელებმა საფრანგეთის დედაქალაქში 9 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, რითაც ქვეყანამ საერთო რეიტინგში 51-ე ადგილი დაიკავა.

გიგა ოჩხიკიძემ, პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი პარამძლეოსანია, ვინც პარალიმპიური მედლის მფლობელი გახდა.

ვერცხლის მედლები პარიზში ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა: ვლადიმერ ჭინჭარაულმა (პარასროლა, 50მ პნევმატური შაშხანა), ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა (ორივე პარაჯუდოში) და რევაზ ჩიკოიძემ, რომელმაც ზედიზედ მეორე პარალიმპიური ვერცხლი მოიპოვა (ის ტოკიოშიც ვერცხლის მედლოსანი იყო).

ბრინჯაოს მედლები კი მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარატაეკვანდო), ნინო თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა (ორივემ ტოკიოს ვერცხლის მიღების შემდეგ პარიზში ბრინჯაო დაამატა) და აკაკი ჯინჭარაძემ (პარაწოლჭიმი), რომელმაც მესამე პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 19 წლის ანა ჯაფარიძის მიღწევა - ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარალიმპიელი მედალოსანი გახდა.

საქართველოს 10 პარალიმპიელი მედალოსანი:

ნინო თიბილაშვილის, ინა ქალდანისა და რევაზ ჩიკოიძისთვისთვის პარიზის პარალიმპიური თამაშები უკვე მეორე მედალი აღმოჩნდა, რადგან თითოეულმა მათგანმა ტოკიოშიც წარმატებით იასპარეზა. სწორედ ამიტომ, მედლების საერთო რაოდენობა (13) აღემატება მედალოსანი სპორტსმენების რაოდენობას - საქართველოს დღეს 10 პარალიმპიური მედალოსანი ჰყავს:

• ზვიადგოგოჭური - ოქრო (რიო 2016) პარაჯუდო • ნინოთიბილაშვილი - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), ეტლით ფარიკაობა • ინაქალდანი - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაჯუდო • რევაზჩიკოიძე - ვერცხლი (ტოკიო 2020) და ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო • გიგაოჩხიკიძე - ოქრო (პარიზი 2024), პარამძლეოსნობა • ვლადიმერჭინჭარაული - ვერცხლი (პარიზი 2024), პარასროლა • ზურაბზურაბიანი - ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო • გიორგიქალდანი - ვერცხლი (პარიზი 2024), პარაჯუდო • ანაჯაფარიძე - ბრინჯაო (პარიზი 2024), პარატაეკვანდო • აკაკიჯინჭარაძე - ბრინჯაო (პარიზი 2024), პარაწოლჭიმი

რატომ არის ეს შედეგი ისტორიული?

პარიზის თამაშები საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზით იყო განსაკუთრებული: აქ გვყავდა ყველაზე დიდი დელეგაცია ისტორიაში (14 სპორტსმენი), მოვიპოვეთ ყველაზე მეტი მედალი ერთ პარალიმპიადაზე (9), დავიკავეთ ყველაზე მაღალი ადგილი საერთო რეიტინგში და შევძელით მედლების პირველი მოპოვება ოთხ სახეობაში - პარამძლეოსნობაში, პარასროლაში, პარატაეკვანდოსა და პარაწოლჭიმში. საქართველოს ბანკი, უკვე 5 წელზე მეტია პარალიმპიური კომიტეტის მთავარი სპონსორია. პარალიმპიელებისთვის არააქტიურ პერიოდში მათ შესახებ ცნობადობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციას იწყებს. არ გამოგრჩეთ და თვალი ადევნეთ სიახლეებს. უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება, გამოწვევებს არც ფასთან მიმართებაში ველოდებით - ლევან სილაგავა

საქართველოში ხორბლის დეფიციტი არ იქნება, გამოწვევებს არც ფასთან მიმართებაში ველოდებით - ლევან სილაგავა

BM.GE

ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვრება|უცნობია, რამდენს გადაახდევინებენ "მცირე მარნებს"

BM.GE

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ აფსკის ნავთობქარხანაში ხანძარი გაჩნდა

BM.GE

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

განიხილება სარეზოლუციო ფონდისთვის მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსის მოზიდვა - ეროვნული ბანკი

BM.GE