მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს 270-ზე მეტ სოფელში მაქსიმუმ 10 ადამიანი ცხოვრობს
საქართველოს 270-ზე მეტ სოფელში მაქსიმუმ 10 ადამიანი ცხოვრობს

საქართველოს 270-ზე მეტ სოფელში მაქსიმუმ 10 ადამიანი ცხოვრობს

BM.GE24 ივნისი, 2026, 22:16|bm.ge

საქართველოს 270-ზე მეტ სოფელში მაქსიმუმ 10 ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებიდან ირკვევა.

აღწერის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 37.5% ცხოვრობდა სოფლებში, შედარებისთვის 2014 წლის აღწერის თანახმად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 42.8% იყო. ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 3,617 სოფელია, თუმცა აქედან 200 სოფელი დაუსახლებელია, ასევე არაერთ სოფელში სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, 1 მუდმივი მოსახლე ჰყავს 40 სოფელს, ორი მოსახლე 42 სოფელს, 3 მოსახლე კი 31 სოფელს.

რაც შეეხება ყველაზე დიდ სოფლებს, სტატისტიკის თანახმად, ესაა სოფელი დიღომი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს, თუმცა იურიდიულად კვლავ სოფლის სტატუსი აქვს. სოფელ დიღმის მოსახლეობა 22,136-ს შეადგენს. მაგრამ, ის ფაქტობრივად ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს და ის ვაშლიჯვარსა და დიდ დიღომს შორის მდებარეობს.

ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე სოფლების რაოდენობა:

1 კაციანი 40 სოფელი2 კაციანი 42 სოფელი3 კაციანი 31 სოფელი4 კაციანი 29 სოფელი5 კაციანი 32 სოფელი6 კაციანი 21 სოფელი7 კაციანი 24 სოფელი8 კაციანი 26 სოფელი9 კაციანი 11 სოფელი10 კაციანი 22 სოფელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

„რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

BM.GE

"ვერ მივედით იქამდე, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური იყოს" - თამაზ დაუშვილი

"ვერ მივედით იქამდე, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური იყოს" - თამაზ დაუშვილი

BM.GE

საქართველოში ვენახები 599 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული - ფართობი 10 წელში 81%-ით გაიზარდა

საქართველოში ვენახები 599 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული - ფართობი 10 წელში 81%-ით გაიზარდა

BM.GE

სასტუმროების სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია

სასტუმროების სექტორში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია

BM.GE