
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 5.7%-ით შემცირდა - 2 მლნ მგზავრი და 11.3 ათასი ტონა ტვირთი II კვარტალში
2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებიდან 1 მილიონი მგზავრი გაემგზავრა, რაც წლიურად 7%-იან კლებას ნიშნავს, ხოლო საქართველოში 1 მილიონი მგზავრი შემოვიდა, 4.4%-ით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელზე.
მგზავრთა ნაკადის ძირითადი ნაწილი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა მათი წილი II კვარტალში 94.5% იყო.
ამ პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან 8.2 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით ნაკლებია.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადმა 11.3 ათასი ტონა შეადგინა.
აქედან:
• 90.8% - მიღებული ტვირთი და ფოსტა; • 9.2% - გაგზავნილი ტვირთი და ფოსტა.
ამასთან, II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.1%-ით მეტია.
ცალკე სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 141.1 ათასი მგზავრი გადაიყვანეს და 35.9 ათასი ტონა ტვირთი გადაიტანეს.
მგზავრთა რაოდენობა წლიურად 18.3%-ით შემცირდა, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 6%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
BM.GE
წყარო: bm.ge