მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მიმართ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მიმართ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მიმართ - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE4 მაისი, 2026, 22:44|bm.ge

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან და პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, საერთო გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მტკიცე და თანმიმდევრულია, თუმცა თბილისი საპასუხო ნაბიჯებს კიევისგანაც ელოდება.

„მქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებზეც, რომლებიც ჩვენს შორის არსებობს. ხაზი გავუსვით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასა და დამოკიდებულებაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული მხრიდანაც იგივე დამოკიდებულება ვიხილოთ.

შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, ის სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ შევხებოდით ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს უკავშირდება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. უკრაინას 2022 წლიდან საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

„საუბარი შეეხო იმასაც, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დიპლომატიურ კავშირებს, მათ შორის ქვეყნებში ელჩების ყოფნას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ამ დროის განმავლობაში უკრაინის მიმართ მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული", - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ორმხრივ შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

სომხეთში EPC-ის სამიტის ფარგლებში, პრემიერი ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE