მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ ქვეყანა, სადაც ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“ - ქვრივიშვილი
"საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ ქვეყანა, სადაც ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“ - ქვრივიშვილი

"საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ ქვეყანა, სადაც ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“ - ქვრივიშვილი

BM.GE25 ივლისი, 2026, 01:54|bm.ge

"საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.

„დღეს მსოფლიოში დინამიურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას.

ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.

მისივე თქმით, ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი.

"აქ, ერთ სივრცეში, თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია. ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციო

ჩვენს სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და TUMO – მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის", - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE