მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკი უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკვანძო რგოლია
საქართველოს ბანკი უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკვანძო რგოლია

საქართველოს ბანკი უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკვანძო რგოლია

BM.GE5 ივნისი, 2026, 15:40|bm.ge

საქართველოს ბანკი უზბეკეთის ფინანსური სექტორის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.

ბანკი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის „რეგულატორული სენდბოქსის“ (Regulatory Sandbox) წევრი გახდა.

2024 წლის დასაწყისში უზბეკეთის პერსპექტიული პროექტების ეროვნული სააგენტოს (NAPP) გადაწყვეტილებით, საქართველოს ბანკი რეგულატორული სენდბოქსის მონაწილე გახდა და უცხოური ნომინალური მფლობელის (Foreign Nominee Holder) სტატუსი მიიღო. აღნიშნული ბანკს შესაძლებლობას აძლევს, დამატებითი ლიცენზიის გარეშე გახსნას და მართოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები. ასევე, ოპერაციები აწარმოოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს კი საერთაშორისო ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ბანკის საქმიანობის გაფართოებამ უზბეკეთის ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებას (IPO) შეუწყო ხელი. 2026 წლის მაისში ფონდმა ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე ისტორიული, ორმაგი ლისტინგი განახორციელა.

შეთავაზებამ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. ჯამურად, მოზიდულმა მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტრანზაქციის მოცულობამ კი 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურაში საქართველოს ბანკმა, ქასთოდიანის როლში კრიტიკული როლი შეასრულა. ბანკი უზრუნველყოფდა უზბეკეთში არსებული აქციების შენახვას BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) სახელით, რომელიც, თავის მხრივ, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDR) პროგრამისთვის დეპოზიტარის ფუნქციას ასრულებდა.

უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის პროცესში UzNIF-ის წარმატებული ორმაგი ლისტინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის შესაძლებლობას, საერთაშორისო ინვესტორებსა და განვითარებად ბაზრებს შორის ეფექტიანი ფინანსური ხიდის ფუნქცია შეასრულოს. უზბეკური სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერირების პარალელურად, საქართველოს ბანკი უზბეკეთის კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ქასთოდიანურ მომსახურებასაც აფართოებს. ეს მოიცავს როგორც აქციების, ისე კორპორაციული ობლიგაციების მომსახურებას, რაც საერთაშორისო ქასთოდიანებს, დეპოზიტარებსა და უცხოელ ინვესტორებს ხელს შეუწყობს, უზბეკეთის მზარდი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებით უფრო მარტივად ისარგებლონ.

აღნიშნულ ისტორიულ ტრანზაქციაში მონაწილეობა და BNY-სთვის ქასთოდიანის როლის შესრულება, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პოზიციის დასტურია. ეს ბანკს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურება, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზარს გლობალურ საინვესტიციო საზოგადოებასთან დააკავშირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლიიმედი
  • საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელიატვ პირველი
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE