მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა - შსს - Netgazeti
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა - შსს - Netgazeti

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა - შსს - Netgazeti

ნეტგაზეთი3 ივლისი, 2026, 14:31|netgazeti.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 2 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან ისროლა.

უწყება ამბობს, რომ იგი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შიო III კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გეგმავს ვიზიტს

შიო III კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გეგმავს ვიზიტს

ნეტგაზეთი

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 19.3%-ით გაიზარდა რეინვესტიციის ხარჯზე

ნეტგაზეთი

დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინა

დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი