მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის“.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის ფარგლებში, განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის განცხადებით, აღნიშნული დაფინანსება საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს.

"გვქონდა შესაძლებლობა ხელი მოგვეწერა საბანკო რეზოლუციის პროექტზე. ეს მცირე - 35 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებაა, მაგრამ თავისი არსით დიდ საქმეს აკეთებს, რადგან საქართველოს საფინანსო სექტორის მედეგობას უზრუნველყოფს.

ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესში", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი - ირაკლი კობახიძე

არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი - ირაკლი კობახიძე

რუსთავი 2

ელისო ვირსალაძე 84-ე შემოდგომას თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდება - ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება

ელისო ვირსალაძე 84-ე შემოდგომას თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე შეხვდება - ფესტივალი 19 სექტემბერს გაიხსნება

რუსთავი 2

ამოღებულია "მეთადონი," "ალფა-პვპ," "ბუპრენორფინი," "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - მორიგი სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

ამოღებულია "მეთადონი," "ალფა-პვპ," "ბუპრენორფინი," "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი" - მორიგი სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ

რუსთავი 2

ავიაცია, საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები და რკინიგზა - საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

ავიაცია, საზღვაო ნავსადგურები, ტერმინალები და რკინიგზა - საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში, ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

რუსთავი 2