მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 20:00|bm.ge

საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის ინვოისების შექმნისა და გაგზავნის ახალი ფუნქციონალი დანერგა. ამიერიდან ბიზნეს მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ შექმნან და გაუგზავნონ ინვოისი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს — ხელმოწერისა და კომპანიის ლოგოს დამატების შესაძლებლობით. იურიდიული პირი ინვოისის შესახებ ინფორმაციას Push შეტყობინებით მიიღებს და ბიზნეს მობილბანკშივე გამოუჩნდება, ხოლო ფიზიკურ პირს ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება.

ახალი ფუნქციონალი ინვოისების მართვასაც ამარტივებს. ავტომატურად ახლდება ინვოისის სტატუსი (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, ვადაგასული და სხვა), ჩარიცხული თანხა ებმის შესაბამის ინვოისს, მომხმარებელს ასევე შეუძლია ნახოს, გახსნა თუ არა ადრესატმა გაგზავნილი ინვოისი, ხოლო მიმღები გადახდის ვადის დადგომამდე ავტომატურ შეხსენებას მიიღებს.

მობილბანკში შესაძლებელია იმ კონკრეტული თანამშრომლის მითითებაც, ვისაც ინვოისის ნახვა და დამუშავება ევალება.

აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები მარტივად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა | ღარიბაშვილის ცოლის ძმის განცხადება

ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა | ღარიბაშვილის ცოლის ძმის განცხადება

BM.GE

სეს-მა თბილისში შპს „ველდან მით ფექტორის" ხორცის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სეს-მა თბილისში შპს „ველდან მით ფექტორის" ხორცის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

BM.GE

თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

BM.GE

რამდენი იქნება Apple-ის ახალი დირექტორის ანაზღაურება?

რამდენი იქნება Apple-ის ახალი დირექტორის ანაზღაურება?

BM.GE