
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გალელი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ. შეხვედრა მათთვის სპეციალურად დაწესებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
სპეციალურ სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათი მიმართულებები მოიცავს გრაფიკულ ხელოვნებას, უცხო ენებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სახელმწიფო მმართველობას, მეცნიერებასა და ხელოვნებას.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა არჩილ გაჩეჩილაძეს სტუდენტური ცხოვრების, პროფესიული ინტერესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სპეციალური სტიპენდიის მიზანია, გალელ ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ განვითარებაში დამატებითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
BM.GE
წყარო: bm.ge