მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია
საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია

საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში სიახლეებია

BM.GE19 მაისი, 2026, 14:08|bm.ge

საქართველოს ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია. 2026 წლის 1 ივლისიდან პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას ვალერიან გაბუნია დაიკავებს. ვალერიანი ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილეა. ახალ თანამდებობაზე კი იგი ეთერ ირემაძეს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეცვლის, რომელიც პრემიუმ საბანკო ბიზნესის მიმართულებას 2021 წლიდან ზედამხედველობდა.

“მინდა, მივულოცო ვალერიანს დამსახურებული დაწინაურება. იგი გამოცდილი, მიზნებზე ორიენტირებული ბანკირია, რომელსაც საცალო და პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულებით არაერთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას 2023 წლიდან შეუერთდა და საშუალო ბიზნესის სეგმენტის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას წარმატებით გაუძღვა. მჯერა, რომ ვალერიანი მომდევნო თანამდებობაზე ახალი ხედვების დანერგვასა და ძლიერი შედეგების მიღწევას გააგრძელებს. ამავდროულად, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ეთერ ირემაძეს საქართველოს ბანკში მისი მრავალწლიანი, თავადებული სამსახურისთვის. მისი წვლილი ჩვენს საქმიანობაში ფასდაუდებელია - განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობის ინიციატივების ზედამხედველობასა და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე პრემიუმ მომსახურების ფრენჩაიზის შექმნაში,” - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

BM.GE

დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

BM.GE

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტრო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტრო

BM.GE

საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO

საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO

BM.GE