მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 15:36|bm.ge

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

UWC (United World Colleges) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 18 წამყვან კოლეჯს აერთიანებს. საქართველოს ბანკის პარტნიორობით კი, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება, ისწავლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით და გაემგზავრონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში — მათ შორის კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ტაილანდში, იაპონიასა და ჩინეთში. UWC-ის სტიპენდია არის განსაკუთრებული შესაძლებლობა 15-17 წლის მოტივირებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლება, იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში და გახდნენ მომავალი ლიდერები.

პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ონლაინ შეხვედრა 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება

ვებინარს გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:

• UWC-ის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სესილია იგანი (Cecilia Egan) • UWC Georgia-ს პროგრამის მენეჯერი, რუზანა სარგსიანი (Ruzanna Sargsyan).

ვებინარი ონლაინ, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეხმარება, უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.

ვებინარზე გაიგებთ:

• რა არის UWC, როგორია მისი ისტორია, ღირებულებები და პრინციპები; • როგორ შეგიძლიათ სტიპენდიის მოპოვება და სრული დაფინანსებით სწავლა; • როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსების პროცესი საქართველოდან, რა ეტაპები და ვადებია განსაზღვრული.

გაითვალისწინეთ, ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4hCDr2i

რეგისტრაციის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდაიმედი
  • Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელატვ პირველი
  • ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება | საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორიარუსთავი 2
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

ირანული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანმაც შეზღუდა

ირანული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანმაც შეზღუდა

BM.GE

NAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა

NAEC-მა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა - სტუდენტი კიდევ 1 242 აბიტურიენტი გახდა

BM.GE

ADB-მ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-ზე, ინფლაციის კი 5.2%-მდე გაზარდა

ADB-მ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.3%-ზე, ინფლაციის კი 5.2%-მდე გაზარდა

BM.GE

"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RS

"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RS

BM.GE