მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო

BM.GE29 მაისი, 2026, 21:24|bm.ge

საქართველოს ბანკი მეწარმეობის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, გრძელდება მეწარმე მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მე-18 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინტენსიური ვორკშოპები 9, 10 და 11 ივნისს ბათუმში გაიმართება.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით.

პროგრამა წარმოადგენს 360°-იან მხარდაჭერის პლატფორმას, რომელიც ქალ მეწარმეებს სთავაზობს სრულფასოვანი განვითარების ეკოსისტემას - იდეის ჩამოყალიბებიდან მის წარმატებამდე.

ინიციატივა ეფუძნება ოთხ ძირითად ღირებულებას:

• ცოდნა - პრაქტიკული ცოდნის მიღება ბიზნესის მართვისა და განვითარების მიმართულებით; • მხარდაჭერა - ინდივიდუალური მხარდაჭერა გამოცდილი მენტორებისგან; • გამოცდილება - რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობა და პრაქტიკული სწავლება; • თანამშრომლობა - ძლიერი პროფესიული ქსელის შექმნა და პარტნიორობების განვითარება;

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, ინოვაციური ბიზნესიდეების წახალისებასა და რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას. საქართველოს ბანკი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა და შექმნან გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულება“- აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/360-entrepreneurs

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →მხარდაჭერით →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE