მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა

BM.GE13 ივლისი, 2026, 15:46|bm.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე „მზის ენერგიის სექტორის განვითარება: ბაზრის ტენდენციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები“. ღონისძიება მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგეტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების ინსტრუმენტებისა და ბაზრის მიმდინარე ტენდენციების გაზიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების გზები, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებული ტენდენციები, კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები და ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მის მიერ დაფინანსებული საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP) წარმომადგენლები, ასევე ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების - Step Energy, Helios Energy, Envus, Shine Energy და Photomate - ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები

პირველები გაეცნენ საქართველოს ბანკისა და RSMEDPის თანამშრომლობით შექმნილ ინსტრუმენტს, მზის პანელის სესხის კალკულატორს, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გამოთვალონ დაზოგილი თანხა მზის პანელების ინსტალაციის და საკუთარი განახლებადი ენერგიის წარმოების შემთხვევაში.

„საქართველოს ბანკისთვის მწვანე დაფინანსება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. სწორედ ამიტომ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ სექტორის ლიდერები, ანალიტიკოსები და საერთაშორისო პარტნიორები, რათა ბიზნესმა მიიღოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას როგორც სპეციალიზებული ფინანსური პროდუქტებით, ასევე საგანმანათლებლო და სადისკუსიო პლატფორმების შექმნით, რომლებიც საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდაიმედი
  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდაფორმულა
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშირუსთავი 2
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

BM.GE

უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

BM.GE