მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 20:16|bm.ge

საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.

პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც კვლევების თანახმად, ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს. „მარგო და კირა“ სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება.

პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია „GARNAMATAC“ მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ოთო შამუგია, სტუდიის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომლის კვლევაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ნეიროფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეხება. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე „ჰეიმა პროდაქშენი“ მუშაობს.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მიერ.

“სერიალი ორ არაიდენტურ ტყუპისცალ მელიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ხეზე აგებულ სახლში უცხო არსებასთან ერთად ცხოვრობენ. ყოველ ეპიზოდში ისინი ახალი ექსპერიმენტებითა და პრობლემების გადაჭრით შეიცნობენ სამყაროს. სერიალს ორიგინალური ფორმატი აქვს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი (უცხო არსება) რეალური ქართველი ბავშვების ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, მათი წარმოსახვის შესაბამისად ვითარდება”, - ამბობს სტუდია „GARNAMATAC“-ის ხელმძღვანელი, ოთო შამუგია.

სერიალის პირველი სეზონი 7 ეპიზოდისგან შედგება. იგი შერეული (mixed-media) 3D და 2D ანიმაციური სტილით, ქართულ ენაზე იქმნება და საოჯახო კონტენტია.

“საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა პროექტისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განათლებას, ჯანსაღ განვითარებასა და ხარისხიანი ქართული კონტენტის შექმნას”, - აღნიშნავენ ბანკში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE