
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
საქართველოს ბანკმა მობილბანკში ახალი გათამაშება დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. გათამაშება 27 ივლისიდან დაიწყო და ორი თვე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ყველა მომხმარებელს შეუძლია.
თამაშდება სამი მთავარი ფულადი პრიზი. პირველ ადგილზე გასული მომხმარებელი 80 000 ლარს, მეორე - 50 000 ლარს, ხოლო მესამე 20 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, კამპანიის განმავლობაში გათვალისწინებულია არაერთი დამატებითი საჩუქრებიც, მათ შორის PLUS ქულები, ფულადი პრიზები და სხვა.
გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებელი კამპანიის პერიოდში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს საქართველოს ბანკის მობილბანკში. პირველივე შესვლისას ის საჩუქრად მიიღებს ერთ ბილეთს და ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.
გათამაშების ფინალში გამარჯვების შანსი დაგროვებული ბილეთების რაოდენობაზეა დამოკიდებული - რაც მეტი ბილეთი აქვს მომხმარებელს, მით უფრო იზრდება მისი გამარჯვების შანსი.
როგორ გროვდება ბილეთები?
კამპანიის ფარგლებში ბილეთების დაგროვება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.
ყველაზე მარტივი გზა მობილბანკში ყოველდღიური ოპერაციების შესრულებაა. ნებისმიერი გადახდა, გადარიცხვა მომხმარებელს აძლევს საჩუქრის ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ ის მიიღებს ფინალური გათამაშების ერთ გარანტირებულ ბილეთს. ზოგიერთ შემთხვევაში ყუთში, ბილეთთან ერთად, შეიძლება დახვდეს მომენტალური პრიზიც - PLUS ქულები ან გათამაშების 500 ბილეთი.
ბილეთის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელმა საჩუქრის ყუთი გახსნას.
როგორ მივიღოთ მეტი ბილეთი?
ბილეთების სწრაფად დაგროვების მეორე ეფექტური გზა სკივრია.
სკივრის გასახსნელად საჭიროა 5 გასაღების შეგროვება, ხოლო თითოეული გასაღები მარტივი მისიის შესრულებით მიიღება. მისიებს შორისაა: