მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია
საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია

საქართველოს ბანკის ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია

BM.GE5 მაისი, 2026, 14:37|bm.ge

ქუთაისში არაფერი ხდება დაუგეგმავად. ეს არის ქალაქი, რომელიც თავდაჯერებულად და გაუჩერებლად მიუყვება თავის რიტმს. არ აქვს მნიშვნელობა აქ დაიბადე თუ სტუმარი ხარ. ქუთაისს ეს არ აინტერესებს. ის თავის ამბავს მაინც გიამბობს. ქუჩებით, ხმაურით, აივნებზე მოსაუბრე მეზობლებით და იმ სითბოთი, რომელიც სხვებისგან გამოარჩევს. და ზუსტად ამ მომენტში ხვდები, რომ ეს მხოლოდ ქალაქი აღარ არის. ეს არის ადგილი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია.

ქუთაისობა და გვირილობა ამ სიყვარულის ყველაზე ხმამაღალი და ფერადი გამოხატულებაა. დღე, რომელსაც მთელი წელი განსაკუთრებულად ელიან. ამ დროს იმერეთის გული სხვანაირად ფეთქავს. ქუჩები ივსება ხმაურით, სიცილით, მუსიკით და იმ განსაკუთრებული სითბოთი, რომელიც მხოლოდ ქუთაისს შეუძლია.

გვირილობა ერთდროულად არის ტრადიციაც და თანამედროვე ზეიმიც. სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება წარსული და აწმყო, ძველი ამბები და ახალი ისტორიები.

კულტურა, ტრადიციები, ქუთაისი

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში და მისი კულტურა სწორედ ამ მრავალწლიან ისტორიაზე დგას. აქ ტრადიციები მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის ისინი დღემდე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქალაქისთვის დამახასიათებელია ეზოს კულტურა. აქ მეზობლები ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან და ურთიერთობა ბუნებრივად, დაუგეგმავად ვითარდება. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში მონაწილეობენ და ქალაქიც სწორედ ამ ურთიერთობებით ცოცხლობს.

ხშირად ამბობენ, რომ ქუთაისელებს გამორჩეული იუმორის გრძნობა აქვთ, აქ ხუმრობა ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილია, მსუბუქი და ძალიან ზუსტი. ხშირად ერთი ფრაზაც საკმარისია, რომ განწყობა შეიცვალოს და საუბარს თავისი განსაკუთრებული ტონი მიეცეს.

ქუთაისობა

ამ ყველაფრის გაგრძელება და ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება გვირილობაა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია, 2 მაისს აღინიშნება. ეს დღე ქუთაისში ყოველთვის განსაკუთრებულ მოლოდინთან არის დაკავშირებული. გაზაფხულის სურნელთან ერთად, ქალაქი ხალხით, სიცოცხლითა და მუსიკით ივსება.

ცოტამ თუ იცის, რომ ეს დღესასწაული პირველად 1921 წელს აღინიშნა და მისი ისტორია გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. იმ პერიოდში გვირილა, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, რის საფუძველზეც საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქალაქის გოგონები გვირილებს აგროვებდნენ, ყიდდნენ და მიღებულ თანხას დაავადებულთა დასახმარებლად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ინიციატივა ტრადიციად იქცა, შემდეგ კი ქალაქის საერთო დღესასწაულად ჩამოყალიბდა.

ქუთაისობა და საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი წლებია დღესასწაულის აღნიშვნას სხვადასხვა კრეატიული და საინტერესო აქტივობით უერთდება. ამ გზით იზიარებს ქალაქის მთავარ დღეს და მის განწყობას, რომელიც ქუთაისს განსაკუთრებულ ენერგიას სძენს.

გაზაფხულის ქუთაისი თავისი სიმშვიდითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი ხშირად ხდება შთაგონების წყარო სხვადასხვა სფეროს ადამიანებისთვის მუსიკოსებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისთვის. ქალაქის განწყობა თითქოს თავისთავად ქმნის სივრცეს, სადაც იდეები უფრო მარტივად იბადება და ფორმას იღებს. და ისევ და ისევ რჩება მთავარი სათქმელი - ქუთაისი არის ქალაქი, სადაც სიყვარული უკვე გადაწყვეტილია.

ნახეთ საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი ახალი ვიდეორგოლი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE