მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

BM.GE30 მაისი, 2026, 00:54|bm.ge

Lion Finance Group-ში შემავალმა საქართველოს ბანკმა, წარმატებით განახორციელა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6.50%-იანი არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების (Notes) განთავსება, რომლის დაფარვის ვადაც 2031 წლის 3 ივნისით განისაზღვრა.

ფასიანი ქაღალდები აშშ დოლარშია დენომინირებული და მათი განთავსება Reg S/Rule 144A ფორმატის შესაბამისად განხორციელდა. ტრანზაქციის დასრულება 2026 წლის 3 ივნისს არის დაგეგმილი. ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებლის გადახდა ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. განთავსების ფასმა ნომინალური ღირებულების 99.475% შეადგინა.

ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც საქართველოს ბანკისთვის, ისე ქართული კაპიტალის ბაზრისთვის. აღნიშნული ემისია არის ქართული ბანკის მიერ პირველი აშშ დოლარში დენომინირებული ევროობლიგაციების განთავსება, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ განხორციელდა.

გარიგება საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორების დივერსიფიცირებული ბაზიდან მაღალი ინტერესით გამოირჩეოდა - მოთხოვნამ პიკურ მომენტში ობლიგაციების მოცულობას სამჯერ გადააჭარბა.

ამასთან, ტრანზაქციას უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდული მაჩვენებელი:

• საქართველოს ბანკმა მიაღწია ყველაზე დაბალ სპრედს სუვერენულ ობლიგაციებთან შედარებით ფართო დსთ-ის რეგიონში ბანკების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს შორის (სააგენტოებისა და განვითარების საფინანსო ინსტიტუტების გამოკლებით) სულ მცირე 2022 წლის შემდეგ; • ეს არის ყველაზე დაბალი სპრედი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებთან მიმართებით, რომელიც ოდესმე კავკასიის რეგიონში მოქმედ კორპორაციას ან ბანკს საერთაშორისო სასესხო კაპიტალის ბაზრებზე მიუღწევია.

ფასიანი ქაღალდების წამყვანი განთავსების აგენტის და ბუკრანერის როლში ჩართული იყო Citi და J.P. Morgan, ხოლო Galt & Taggart-ი წამყვანი განთავსების აგენტის როლს ასრულებდა.

ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. ამასთან, საქართველოს ბანკის მიერ განთავსებულ ობლიგაციებს Moody’s Investors Service-ის მიერ მინიჭებული აქვს Ba2 რეიტინგი.

აღნიშნული წარმატებული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ნდობას საქართველოს ბანკის, Lion Finance Group-ისა და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE