მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 17:03|bm.ge

საქართველოს ბანკმა საცალო მომსახურების მიმართულებით ახალი ყოველთვიური Subscription ნაკრები — SUPER წარადგინა. ახალი ნაკრები ყოველდღიური საბანკო მომსახურების ხარჯებს, ექსკლუზიურ პირობებსა და გაზრდილ სარგებელს აერთიანებს.

ნაკრების ფარგლებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერ PLUS Visa ბარათი, რომელიც სპეციალურად ამ ნაკრებისთვის, Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ბარათი მფლობელებს სადებეტო მიმართულებით საცალო ბაზარზე მაღალ PLUS სარგებელს სთავაზობს:

• საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება; • სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (2X PLUS; ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10. 000 PLUS ქულა); • მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები კიდევ უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად.

SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვალუტის კონვერტაციის სტანდარტულზე უკეთესი კურსია. მომხმარებლები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლას ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ.

ამასთანავე, ნაკრების მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე), ხოლო მობილბანკიდან ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში აისახება.

SUPER ნაკრების და სუპერ PLUS Visa ბარათის შეკვეთა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდან მარტივად შეუძლიათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ეროვნული ბანკი საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღოტვ პირველი
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

BM.GE

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

BM.GE