მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 15:33|bm.ge

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების - Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორაციული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით გააძლიეროს სექტორი. ფინანსური რესურსი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„ვამაყობთ, რომ Citi-სთან ჩვენ გამორჩეულ პარტნიორობას 50 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების, განსაკუთრებით კორპორაციული და მცირე-საშუალო ბიზნესის სეგმენტის მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ სავაჭრო დაფინანსებისთვის ძლიერი გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რაც მათ წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ადასტურებს ჩვენი გამოცდილებისადმი გლობალური პარტნიორების ნდობას და ქართული ბაზრის განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას. მოუთმენლად ველით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა ახალი ზრდის შესაძლებლობები შევქმნათ ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკი Citi-სთვის ღირებულ პარტნიორად რჩება. აღნიშნული თანამშრომლობა აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სავაჭრო დაფინანსების ინიციატივების განხორციელებისა და კლიენტთა ზრდის ამბიციების მხარდაჭერის კუთხით. ასევე, კიდევ უფრო ამყარებს Citi-ს მტკიცე ვალდებულებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართ“, - განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

აშშ ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშების განხორციელებას განიხილავს

BM.GE

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"

BM.GE

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით - რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს

BM.GE

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE