მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 16:42|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოჯახს კიდევ ერთი მსხვილი და წარმატებული ქართული კომპანია „ასკანელი“ შეუერთდა.

„ასკანელი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 1880 წლიდან დაწყებულ ოჯახურ მეღვინეობის ტრადიციას თანამედროვე, სრული ციკლის წარმოებასთან წარმატებით აერთიანებს.

დღესდღეობით „ასკანელი“ 453 ჰექტარ ვენახს ფლობს და თანამედროვე ქარხნებსა და სახდელებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კახეთში, თბილისსა და გურიაში. კომპანიის მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს მშრალ და ცქრიალა ღვინოებს, ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს, დავარგებულ ბრენდისა და ჭაჭას. წარმოების მთელ ციკლზე მკაცრი ხარისხის კონტროლითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კომპანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს მეღვინეობის მემკვიდრეობისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.

წლიური წარმადობით, რომელიც 20 მილიონ ბოთლს აღემატება, „ასკანელმა“ მყარი საერთაშორისო პოზიციები დაიმკვიდრა და საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე ახორციელებს.

„მოხარულნი ვართ, მივესალმოთ „ასკანელს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ეს არის კომპანია, რომელიც იდეალურად ითავსებს საუკუნოვან ქართულ მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ წარმოებას. „ასკანელის“ წარმატება და მისი გლობალური მასშტაბები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ასოციაციის, ისე მთლიანად ეროვნული ბიზნესსექტორის განვითარებაში,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE