მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა

BM.GE20 მაისი, 2026, 20:49|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი „სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (ISO 22000)” ჩატარდა.

სასწავლო კურსის მთავარ მიზანს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნების, მისი პრინციპებისა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა წარმოადგენდა. ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა რისკზე დაფუძნებული აზროვნება, HACCP პრინციპები, საფრთხეების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) განსაზღვრა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურსათის ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის.

ტრენინგს გაუძღვა ინტეგრირებული მართვის სისტემების (IMS) სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გიორგი დონდუა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მართვის, დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.

პროგრამა სპეციალურად იყო სტრუქტურირებული მაღალი დონის სტრუქტურის (High Level Structure - HLS) და PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლის გარშემო. ამ მიდგომამ მონაწილეებს მკაფიოდ დაანახა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ISO 22000-ის ეფექტური ინტეგრაცია სხვა წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ხარისხის (ISO 9001), გარემოსდაცვით (ISO 14001) და შრომის უსაფრთხოების (ISO 45001) მენეჯმენტის სისტემებთან.

ინტენსიური კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე აქტიურ პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა შეასრულეს დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ჩამოაყალიბეს სურსათის უვნებლობის მიზნები SMART ფორმატში და იმუშავეს შიდა აუდიტის კითხვარებსა თუ HACCP-ის ცხრილების შევსებაზე.

„თანამედროვე ბაზარზე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აღარ არის მხოლოდ რეგულაციების შესრულება, ეს არის ბიზნესის მდგრადობის, მომხმარებლის ნდობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ინტენსიური კურსით კომპანიებისთვის მიგვეწოდებინა არა უბრალოდ მშრალი თეორია, არამედ რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტები, დაწყებული რისკების მართვითა და HACCP-ის პრინციპებით, დასრულებული ISO 22000-ის სხვა წამყვან მენეჯმენტის სისტემებთან ინტეგრაციით. ხარისხიანი და უსაფრთხო მართვის სისტემები არის ის, რაც ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების მხარდაჭერასა და მათთვის აქტუალურ თემებზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE