მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

BM.GE28 აპრილი, 2026, 17:37|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ასოციაცია ქვეყნის ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესში ასრულებს.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის დინამიკასა და სავაჭრო კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სხვადასხვა სექტორის ოპერირებას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა, იმ საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას, რომელსაც უნგრეთის მთავრობა წლების განმავლობაში ქართველი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური დიალოგი. უნგრეთის ელჩთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი. გვჯერა, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE