
საქართველოს მექსიკაში ახალი ელჩი ჰყავს
BM.GE|bm.ge
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა.
უწყების ცნობით, კორძაიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2023 წლიდან გახლავთ მილანში საქართველოს გენერალური კონსული.
მანამდე 2021-2025 წლებში, ელჩის თანამდებობას "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაზა გაბუნია იკავებდა.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge