მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს რკინიგზა" 200 სატვირთო ვაგონს რუსული კომპანიისგან 9.6 მილიონ დოლარად შეიძენს
"საქართველოს რკინიგზა" 200 სატვირთო ვაგონს რუსული კომპანიისგან 9.6 მილიონ დოლარად შეიძენს

"საქართველოს რკინიგზა" 200 სატვირთო ვაგონს რუსული კომპანიისგან 9.6 მილიონ დოლარად შეიძენს

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 21:49|bm.ge

საქართველოს რკინიგზა 200 ახალ ნახევარვაგონს რუსული კომპანია „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხნისგან“ (АО „Рославский ВРЗ“) პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 2026 წლის 27 აგვისტოს მიიღო და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე, რაც ერთი ნახევარვაგონის ფასს 48 ათას დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, ვაგონების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.

გადახდა რუსულ რუბლებში განხორციელდება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

ვაგონების პირველი რემონტი გათვალისწინებულია არანაკლებ 4 წლის ან 350 ათასი კილომეტრის ექსპლუატაციის შემდეგ, იმის მიხედვით, რომელი ვადა დადგება პირველად. მწარმოებელს ასევე ეკისრება გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულებები და ქარხნული დეფექტების შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

მწარმოებელი, „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხანა“, რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ როსლავში მდებარეობს. ვებგვერდის თანახმად, ქარხნის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სატვირთო სარკინიგზო ვაგონების შეკეთება და წარმოებაა. საწარმოში ასევე მიმდინარეობს ვაგონების ძირითადი კომპონენტების წარმოება. 2024 წელს ქარხანამ ბორბლური წყვილების ღერძების წარმოების მიმართულება გახსნა, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში სატვირთო ვაგონების წარმოებისთვის ახალი საამქრო ამოქმედდა.

საქართველოს რკინიგზის მიერ აღნიშნული 200 ვაგონის პირდაპირი შესყიდვა წინ უძღოდა რამდენიმე უშედეგო შესყიდვის მცდელობა. 2026 წლის 8 ივლისს კომპანიამ 200 სატვირთო ვაგონის შესაძენად დაახლოებით 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერი იმავე დღეს შეწყვიტა, ხოლო აგვისტოში კი კონტრაქტი რუსულ კომპანიასთან გააფორმა.

მანამდე, 2026 წლის 24 თებერვალს, საქართველოს რკინიგზამ 120 სატვირთო ვაგონის შესაძენად 17.4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ოთხივე დისკვალიფიცირდა. 2023 წლის დეკემბერში 300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გამოცხადებულ 55-მილიონიან ტენდერში კი შეთავაზება არ დაფიქსირებულა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატარებულ კიდევ ერთ პროცედურაში მონაწილე ერთადერთი კომპანია დისკვალიფიცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ზელენსკი: მზად ვართ, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები შევწყვიტოთფორმულა
  • The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვსიმედი
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

BM.GE

სოფლად უმუშევრობის დონე გაიზარდა - ფაქტი, რომელიც პრემიერის განცხადებაში უგულებელყოფილია

სოფლად უმუშევრობის დონე გაიზარდა - ფაქტი, რომელიც პრემიერის განცხადებაში უგულებელყოფილია

BM.GE

მოგზაურობისთვის ემზადები? - გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

მოგზაურობისთვის ემზადები? - გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

BM.GE

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

BM.GE