მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი თბომავალი შეიძინა, ვისგან - ჯერ უცნობია
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი თბომავალი შეიძინა, ვისგან - ჯერ უცნობია

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი თბომავალი შეიძინა, ვისგან - ჯერ უცნობია

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 16:14|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამანევრო თბომავალი პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, - იუწყება რკინიგზა ავრცელებს. თუმცა შესაბამისი კონტრაქტი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ჯერჯერობით ატვირთული არაა და შესაბამისად, უცნობია როგორც ის, თუ რა თანხა გადაიხადა კომპანიამ თბომავლების შეძენაში, ასევე ისიც, რომელ მწარმოებელთან გაფორმდა ხელშეკრულება.საქართველოს რკინიგზის განცხადების თანახმად, ახალი თბომავლები თანამედროვე ციფრული სისტემებით იქნება აღჭურვილი. ისინი ენერგოეფექტურია და გარემოსდაცვით სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

"აღნიშნული შესყიდვით საქართველოს რკინიგზა თბომავლების პარკს განაახლებს. ახალი სარკინიგზო ტექნიკა კომპანიას სადგურებსა და სატვირთო ტერმინალებში სამანევრო სამუშაოების უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას მისცემს.ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა მოძრავ შემადგენლობას შუამავალი კომპანიების გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან ყიდულობს, რაც შესყიდვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს,"- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

გარდა ამისა საქართველოს რკინიგზამ, 2026 წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკის საკრედიტო დაფინანსებით გამოაცხადა 350 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი 45 ახალი ელექტროლოკომოტივის შესაძენად, ნოემბერში კი გამოცხადდა აზიის განვითარების ბანკის საკრედიტო დაფინანსებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

რუსეთი, აშშ... - საქართველოდან საწებლების ექსპორტი $3.2 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

BM.GE

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Nvidia-ს შემოსავალმა მიმდინარე კვარტალში $115.8 მილიარდს მიაღწია - კომპანიამ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE