მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა
საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

BM.GE9 ივლისი, 2026, 14:50|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ შეწყვიტა 200 ერთეული სატვირთო ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში 2026 წლის 8 ივლისს გამოქვეყნდა, თუმცა გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შესყიდვების სისტემაში აიტვირთა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რათა შესასყიდი ვაგონების სპეციფიკაციები დაზუსტდეს.

"გამოიკვეთა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობების დამატებითი გადახედვის, შეჯერებისა და განხილვის საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესყიდვის პროცესის ეფექტიანობა და შემსყიდველის საჭიროებების სრულყოფილი ასახვა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიებისა და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს ელექტრონული პროცედურა,"- ნათქვამია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონების შესყიდვას უკვე არაერთი წელია ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მონაწილეთა დისკვალიფიკაციის და სხვა ფაქტორების გამო ტენდერების შედეგად ხელშეკრულებების გაფორმება არ მომხდარა.

წინა ტენდერი 2026 წლის 24 თებერვალს იყო გამოცხადებული და მის ფარგლებში 120 ერთეული ვაგონის შესყიდვა იგეგმებოდა. ტენდერის ღირებულება 17.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, თუმცა, ოთხივეს დისკვალიფიკაცია მოხდა პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო.

საქართველოს რკინიგზა ვაგონების შესყიდვას 2023 წელსაც გეგმავდა - რისთვისაც 2023 წლის დეკემბერში 300 ვაგონის შესყიდვის მიზნით, 55 მილიონი ლარის ღირებულებით ტენდერი გამოცხადდა, თუმცა, აღნიშნული ტენდერიც არ შედგა, რადგან წინადადება არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა. ასევე, 2023 წლის ოქტომბერშიც იყო მცდელობა, თუმცა მაშინ რკინიგზამ ერთადერთ კომპანიას, რომელმაც წინადადება დააფიქსირა დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

BM.GE

სამხრეთ კორეასთან ვაჭრობა რეკორდულად გაიზარდა | რა შემოგვაქვს/გაგვაქვს ამ ქვეყანაში?

სამხრეთ კორეასთან ვაჭრობა რეკორდულად გაიზარდა | რა შემოგვაქვს/გაგვაქვს ამ ქვეყანაში?

BM.GE

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

BM.GE

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE