მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

BM.GE14 ნოემბერი, 2026, 00:08|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა.

"ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.

ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირდაპირ დაკავშირებას საქართველოსა და რეგიონის სარკინიგზო ქსელებთან, რაც შექმნის პირობებს ტვირთების ეფექტიანი დამუშავების, შეუფერხებელი გადაზიდვისა და პორტის გამტარუნარიანობის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.

პროექტის განხორციელების გრაფიკი ითვალისწინებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მზადყოფნას 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის.

ეს გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს შუა დერეფანში, გაზრდის საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ

BM.GE

"აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა" - პაველ ჰერჩინკი ENPARD-ის შედეგებზე

"აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა" - პაველ ჰერჩინკი ENPARD-ის შედეგებზე

BM.GE

ინფლაციის გახანგრძლივების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო - IMF

ინფლაციის გახანგრძლივების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო - IMF

BM.GE

"ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება"|IMF საქართველოს აფასებს

"ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება"|IMF საქართველოს აფასებს

BM.GE