
SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ
BM.GE|bm.ge
Bloomberg-ის ცნობით, ამერიკულმა კომპანიებმა, SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ.
სააგენტოს ინფორმაციით, ილონ მასკის ორი კომპანიის შერწყმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება გახდება. შედეგად, შეიქმნება კონგლომერატი, რომელიც ელექტრომობილების, ენერგიის შემნახველი ბატარეების, რაკეტებისა და თანამგზავრების მიმართულებებს გააერთიანებს და მისი კაპიტალიზაცია ჯამურად $3.5 ტრილიონს მიაღწევს.
როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფები გარიგების პირობებსა და ახალი სუბიექტის მმართველობის სტრუქტურას ათანხმებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად ილონ მასკმა კომპანიების შესაძლო შერწყმას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ის გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge