
საქართველოს რუსული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის შეძენა გაუძვირდა | TOP-იმპორტიორი ქვეყნები
საქართველომ პირველ 7 თვეში 67 მილიონ 349 ათასი დოლარის ღირებულების 20 347 ტონა პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 20%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 9.1%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს პროდუქტის იმპორტი გაძვირდა.
საქართველოსთვის პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. სწორედ რუსული პროდუქტის შეძენამ გააძვირა წელს იმპორტი. წელს 7 თვეში, ამ მიმართულებიდან 14.5 მლნ დოლარის ღირებულების 6 132 ტონა პროდუქტი შევიძინეთ, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6 232 ტონა პურ-ფუნთუშეულში 13 მილიონ 209 ათასი დოლარი გადავიხადეთ. ანუ 2025 წელს ამ დასახელების რუსული პროდუქტის საშუალო ღირებულება ტონაზე 2 119 დოლარი იყო, წელს კი 2 377 დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა ბაზრებს, საიდანაც საქართველო პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდულობს, TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
• რუსეთი - $14.5 მლნ, 6 132 ტონა; • უკრაინა - $10.7 მლნ, 3 579 ტონა; • თურქეთი - $9.4 მლნ, 2 623 ტონა; • პოლონეთი - $8 მლნ, 996 ტონა; • ბულგარეთი - $5.3 მლნ, 968 ტონა; • აზერბაიჯანი - $3.3. მლნ, 2 037 ტონა; • იტალია - $2.7 მლნ, 595 ტონა; • გერმანია - $1.7 მლნ, 258 ტონა; • რუმინეთი - $1.6 მლნ, 452 ტონა; • ბელარუსი - $1.3 მლნ, 394 ტონა;
BM.GE
წყარო: bm.ge