მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს საფონდო ბირჟაზე წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო|ბოლო 25 წლის ტენდენცია
საქართველოს საფონდო ბირჟაზე წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო|ბოლო 25 წლის ტენდენცია

საქართველოს საფონდო ბირჟაზე წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო|ბოლო 25 წლის ტენდენცია

BM.GE7 მაისი, 2026, 15:36|bm.ge

საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წელს 1 გარიგება დაიდო.

კერძოდ, სს "ლიბერთი ბანკის" (ემიტენტი) აქციებთან დაკავშირებული 3000 ლარის ღირებულების გარიგება 21 იანვარს შედგა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბირჟაზე სულ 9 გარიგება აღირიცხა, რომელთა ჯამური ღირებულება 26 905 ლარი იყო.

საქართველოს საფონდო ბირჟის არქივის თანახმად, ბირჟა გაცილებით უფრო აქტუალური იყო ადრე 2000-იან წლებში. აღნიშნულ პერიოდში საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იყო არაერთი კერძო კომპანია, რომლებიც ქვეყანაში პრივატიზების პირველი ტალღის შემდეგ დაფუძნდნენ. ბირჟის არქივის თანახმად, 2000 წელს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 5.9 მილიონ ლარს, 2001-ში 13 მილიონ ლარს, 2004 წელს კი 46 მილიონ ლარს შეადგენდა. მაქსიმალური მოცულობის გარიგებები 2005 წელს შესრულდა და ის 62 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით:

წლები: გარიგებების რაოდენობა გარიგებების ღირებულება ლარებში 2024 42 357,528 ლარი; 2023 29 162,430 ლარი; 2022 19 13,619 ლარი; 2021 14 104,078 ლარი; 2020 48 46,135 ლარი; 2019 56 45,717 ლარი; 2018 123 278,031 ლარი; 2017 191 312,150 ლარი; 2016 89 483,076 ლარი; 2015 114 793,616 ლარი; 2014 131 881,234 ლარი; 2013 283 530,493 ლარი; 2012 339 8,847,355 ლარი; 2011 860 2,503,704 ლარი; 2010 2,372 5,117,754 ლარი; 2009 1304 3,112,576 ლარი; 2008 2,321 10,584,246 ლარი; 2007 6,908 38,374,075 ლარი; 2006 5,538 61,722,271 ლარი; 2005 1358 62,362,181 ლარი; 2004 1,093 46,414,395 ლარი; 2003 913 1,735,290 ლარი; 2002 1347 8,411,354 ლარი; 2001 1,591 13,077,245 ლარი; 2000 601 5,892,326 ლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ილიაუნიმ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

ილიაუნიმ პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში სარჩელი შეიტანა

BM.GE

რუსულმა სავაჭრო პლატფორებმა - Wildberries-მა და Ozon-მა სომხური პროდუქტის გაყიდვები შეაჩერეს

რუსულმა სავაჭრო პლატფორებმა - Wildberries-მა და Ozon-მა სომხური პროდუქტის გაყიდვები შეაჩერეს

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეც. წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეც. წარმომადგენელს შეხვდა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

BM.GE