მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?
საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 00:02|bm.ge

სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.06 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 50 მილიონი დოლარით მეტია, ერთწლიან ჭრილში კი ვალი 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკიდან ირკვევა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 846 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

კრედიტორი ვალის მოცულობა - ნაშთი აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2.51 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკი $2.26 მილიარდი დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1.20 მილიარდი დოლარი საფრანგეთი $846 მილიონი დოლარი გერმანია $577 მილიონი დოლარი ევრობონდი $497 მილიონი დოლარი ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $263 მილიონი დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $243 მილიონი დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $209 მილიონი დოლარი ევროკავშირი $153 მილიონი დოლარი მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $135 მილიონი დოლარი იაპონია $106 მილიონი დოლარი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $35 მილიონი დოლარი ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მილიონი დოლარი ავსტრია $9 მილიონი დოლარი ქუვეითი $6 მილიონი დოლარი სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $5 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატები $4 მილიონი დოლარი

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალიდან - 9.06 მილიარდი დოლარიდან ფიქსირებული განაკვეთი აქვს ვალის 43.7%-ს, ხოლო ვალის 56.3% ცვლად განაკვეთიანია და შესაბამისად დამოკიდებულია გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის ღირებულებაზე.

საქართველოს სახელმწიფო ვალის 71.4% ნომინირებულია ევროში; 24.7% დოლარში 2.4% კი SDR-ში, დანარჩენი 1.6% სხვა ვალუტებში. შესაბამისად, ვალის მომსახურებაზე და ვალის ნაშთზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ევროს გამყარება/გაუფასურება ახდენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • გერმანიის საგარეო: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდებაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE