მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს სტრატეგიული პროექტებისადმი დიდი ინტერესი აქვთ" | პრემიერი CP Group-თან შეხვედრაზე
"საქართველოს სტრატეგიული პროექტებისადმი დიდი ინტერესი აქვთ" | პრემიერი CP Group-თან შეხვედრაზე

"საქართველოს სტრატეგიული პროექტებისადმი დიდი ინტერესი აქვთ" | პრემიერი CP Group-თან შეხვედრაზე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 16:44|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტაილანდურ ჰოლდინგ CP Group-ს საქართველოსა და ქვეყნის სტრატეგიული პროექტების მიმართ „ძალიან დიდი ინტერესი აქვს“. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.

ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ მხარეებმა ანაკლიის პორტის, ვაზიანის აეროპორტისა და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. კითხვაზე, არის თუ არა ტაილანდური ჰოლდინგი დაინტერესებული ამ პროექტებით და შეთანხმდნენ თუ არა რაიმე კონკრეტულზე, კობახიძემ განაცხადა, რომ კომპანიის სახელით საუბარი არასწორი იქნება, თუმცა ინტერესი დიდია.

„მათ მაგივრად არასწორი იქნება მე რომ ვისაუბრო, თუმცა ზოგადად ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ზოგადად ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პროექტების მიმართ. შესაბამისად, გამოვთქვამ იმედს, რომ მათთანაც დამყარდება მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტით არაერთი ინვესტორი და სახელმწიფო ინტერესდება, პროცესები კი ღია და ტენდერის გზით წარიმართება:

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან. ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი. რაც შეეხება ვაზიანის აეროპორტს, სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან“, - თქვა კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 2 ოქტომბერს გაავრცელა. მათი ცნობით, ირაკლი კობახიძისა და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრაზე ტაილანდის უმსხვილესი კერძო კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის (C.P. Group) ხელმძღვანელობასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბიზნესმენები გიორგი რამიშვილი და ერკინ ტატიშევი, განიხილეს 100 მილიარდზე მეტი ბრუნვის მქონე ჰოლდინგის მონაწილეობა საქართველოს ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ვაზიანის აეროპორტი და განახლებადი ენერგეტიკის სექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • ველი, რომ ამერიკული მხარე ოქტომბერში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს - ზელენსკიტვ პირველი
  • მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთანრუსთავი 2
  • გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანიმედი
  • უკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვაფორმულა
შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

BM.GE

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა

ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა

BM.GE