მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება
საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება

BM.GE6 ივნისი, 2026, 15:58|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროებს შორის მიმდინარე წელს გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, პირველ შეხვედრას გამართავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარების ხელშეწყობას, ერთობლივი საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ჩატარებას, განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროებისა და საელჩოს წარმომადგენლები",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE