მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში 1.77 მლნ მ²-ის სასაწყობე ფართია - როგორია მ²-ის საწყობის საშუალო ქირის ფასი?
საქართველოში 1.77 მლნ მ²-ის სასაწყობე ფართია - როგორია მ²-ის საწყობის საშუალო ქირის ფასი?

საქართველოში 1.77 მლნ მ²-ის სასაწყობე ფართია - როგორია მ²-ის საწყობის საშუალო ქირის ფასი?

BM.GE25 ივლისი, 2026, 00:20|bm.ge

საქართველოში 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, საიდანაც დიდი ნაწილი თბილისშია კონცენტრირებული.

Galt & Taggart-ის საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში 1.26 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, ბათუმში - 0.34 მლნ კვ.მ.; ფოთში კი 0.17 მლნ კვ.მ.

„2024 წელს დიდი საწყობების A/A- კლასის სტანდარტს მხოლოდ 12% აკმაყოფილებდა, რამაც 2025 წლიდან დიდი საწყობების მიწოდება დააჩქარა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საწყობებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ იჯარის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა; შედეგად, თბილისში ქირის ფასი ბევრ სხვა ქალაქთან შედარებით მაღალია.

მნიშნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ქირა, რაც კვ.მ.-ზე 6.3 დოლარს შეადგენს, თბილისშია. ბათუმში ქირის ფასი კი 5.4 დოლარია.

საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, გაზრდილი ქირის ფონზე, მინიმუმ 7,000 კვ.მ სასაწყობე მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი A კლასის საწყობის მშენებლობა ფინანსურად მიმზიდველი გახდა და შედეგად, საკუთრებაში მყოფი საწყობების წილი დაგეგმილ მიწოდებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია

BM.GE

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

აშშ ზამთარში უკრაინასა და რუსეთს შორის დეესკალაციის შესაძლებლობას განიხილავს - ზელენსკი

BM.GE

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღმოსავლეთ საქართველოში - ₾50 მლნ; დასავლეთში - ₾50 მლნ დაიხარჯება - ტენდერები

BM.GE