
საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა. ჯამურად ნებართვა 175 779 კვ.მ ფართობზეა გაცემული.
საქსტატის მონაცემებით, მათგან უმეტესი - 37 ნებართვა აჭარაზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 36 ნებართვით, მესამე ადგილზე კი კახეთია 6 ნებართვით. რაც შეეხება დანარჩენ ნებართვებს, სამცხე-ჯავახეთში 4 ნებართვაა გაცემული, გურიაში სასტუმროს მშენებლობაზე წელს, იანვარ-ივნისის პერიოდში გაიცა 3 ნებართვა, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში - 2-2 ნებართვა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1 ნებართვა.
შედარებისთვის, გასული 2025 წლის I ნახევარში სასტუმროების მშენებლობაზე 70 ნებართვა იყო გაცემული. ჯამურად წლის განმავლობაში კი - 190.
წლის პირველ ნახევარში დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა - TBC Capital
BM.GE
წყარო: bm.ge