მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში არყის იმპორტი 21%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?
საქართველოში არყის იმპორტი 21%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

საქართველოში არყის იმპორტი 21%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 15:57|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში არყის იმპორტმა 18.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.9%-ით აღემატება. ამასთან, გაიზარდა როგორც ქვეყანაში შემოტანილი არყის მოცულობა, ისე საქართველოდან ექსპორტი - თუმცა ექსპორტის ღირებულების ზრდის ტემპი მოცულობის ზრდას მნიშვნელოვნად უსწრებს.

უფრო კონკრეტულად, საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში 1.94 მილიონი ლიტრი არაყი შემოვიდა, რაშიც იმპორტიორებმა 18.34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის ღირებულება 15.17 მილიონი დოლარი, მოცულობა კი 1.63 მილიონი ლიტრი იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ღირებულება 20.9%-ით, რაოდენობა კი 18.9%-ით გაიზარდა.

არყის უმსხვილესი მომწოდებელი რუსეთია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 664.2 ათასი ლიტრი არაყი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 5.6 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტის ღირებულებით მეორე ადგილზე ფინეთია, საიდანაც 245.4 ათასი ლიტრის შესაძენად 2.7 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მესამე პოზიციას ლატვია იკავებს - 158.3 ათასი ლიტრი, 2.6 მილიონი დოლარი.

მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე უკრაინაა, საიდანაც 337.2 ათასი ლიტრი არაყი, 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. ხუთეულს ბელარუსი ასრულებს - 227.3 ათასი ლიტრი, 1 მილიონი დოლარი. იმპორტის ღირებულებით მომდევნო პოზიციებზე არიან საფრანგეთი (747 ათასი დოლარი), გერმანია (655 ათასი დოლარი), სომხეთი (557 ათასი დოლარი), მონტენეგრო (427 ათასი დოლარი) და იტალია (335 ათასი დოლარი).

საგულისხმოა, რომ რუსული მედიის ცნობით, რუსეთიდან საქართველოში არყის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების არაყი გაიტანეს, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 441.6 ათას დოლარს, თითქმის 5-ჯერ აღემატება.

BM.GE გთავაზობთ რუსეთიდან საქართველოში არყის იმპორტის დინამიკას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

• 2025 იანვარი-დეკემბერი - $6.6 მილიონი, 873 993 ლიტრი; • 2024 იანვარი-დეკემბერი - $5 მილიონი, 904 910 ლიტრი; • 2023 იანვარი-დეკემბერი - $3.9 მილიონი, 693 171 ლიტრი; • 2022 იანვარი-დეკემბერი - $3.8 მილიონი, 584 179 ლიტრი; • 2021 იანვარი-დეკემბერი - $3 მილიონი, 399 422 ლიტრი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბევრს კარტოფილი მიწაში დარჩება" - ახალქალაქში ნალექი მოსავლის აღებას აფერხებს

"ბევრს კარტოფილი მიწაში დარჩება" - ახალქალაქში ნალექი მოსავლის აღებას აფერხებს

BM.GE

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

BM.GE

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

BM.GE