მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა
საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

BM.GE6 აგვისტო, 2026, 00:23|bm.ge

საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს რიგით მესამე შემთხვევაა, 24-25 ივლისს დაფიქსირებული შემთხვევების შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება როგორც დედაქალაქს, ისე რეგიონებს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის თანახმად, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, მოხმარება 2.1 გიგავატიდან 502 მეგავატამდე დაეცა.

BMG არკვევს, ამჟამად რატომ გაითიშა ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველადი შეფასებით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, თუმცა დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა ორი ენერგოსისტემის გამიჯვნა, რის შემდეგაც საქართველოს ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში დარჩა. კომისიის ინფორმაციით, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, რასაც კასკადური გამორთვები და საბოლოოდ ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE