
საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი | საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, ქვეყანაში ინტერნეტით შინამეურნეობების 93.5%-ია უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
პუბლიკაციის თანახმად, ქალაქის ტიპის დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფის დონე 96.8%-ს აღწევს, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 89.0%-ს.
ინტერნეტით უზრუნველყოფა რეგიონების მიხედვით:
• თბილისი - 98.2% • აჭარის ა.რ. - 96.3% • ქვემო ქართლი - 93.8% • მცხეთა-მთიანეთი - 93.4% • სამცხე-ჯავახეთი - 93.0% • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 91.6% • გურია - 91.1% • იმერეთი - 89.5% • შიდა ქართლი - 89.4% • კახეთი - 88.9% • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.2%
ვინ და რა სიხშირით მოიხმარს ინტერნეტს:
კვლევის მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.6%-მა ბოლო 3 თვის განმავლობაში ისარგებლა ინტერნეტით (ქალაქში – 92.9%, სოფლად – 83.9%).
ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 15-29 წლის მოსახლეობაში ფიქსირდება - 99.6% (6-14 წელი - 96.9%, 30-59 წელი - 97.6%, 60+ წელი - 70.8%).
ამასთან, 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელთა 96.4% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებს, 3.4% - კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო 0.2% - უფრო იშვიათად.
BM.GE
წყარო: bm.ge