
საქართველოში პირველად, ლეგენდარული ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Cadillac-ის შოურუმი იხსნება
General Motors-მა და Lynx Motors-მა საქართველოში ლეგენდარული ამერიკული ავტომობილების ბრენდის - Cadillac-ის ოფიციალური შემოსვლა დააანონსეს. უახლოეს პერიოდში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბრენდის ახალი შოუ-რუმი გაიხსნება.
Cadillac-ის ახალი სივრცე გააერთიანებს შოუ-რუმს, სრულად აღჭურვილ სერვისცენტრსა და მომხმარებელთა პრემიუმ ლაუნჯს. სივრცის კონცეფცია მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, პირველივე ვიზიტიდან გაეცნოს Cadillac-ის სამყაროს და შემდგომ მისთვის საჭირო მომსახურებაც ერთ სივრცეში მიიღოს.
„საქართველო არის ბაზარი, სადაც Cadillac-ის მსგავსი ბრენდისთვის შესაბამისი მოთხოვნა, ამბიცია და განვითარების პოტენციალი არსებობს“, - Tommy Hosea, GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტი – GPSC და GM Central Asia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
„საქართველოში ლუქს სეგმენტის მომხმარებლისთვის Cadillac-ი განასახიერებს - ძლევამოსილების, გამარჯვების, პრესტიჟისა და ამერიკული ოსტატობის სიმბოლოს, რაც ქართული ბაზრის მოთხოვნებს იდეალურად ჰპასუხობს. მოხარულები ვართ, რომ Lynx Motors-თან პარტნიორობით ამ უნიკალურ გამოცდილებას საქართველოში შემოვიტანთ.
Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა General Motors-ის რეგიონული გაფართოების სტრატეგიის ნაწილია და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზრებზე პრემიუმ და ლუქს საავტომობილო ბრენდების განვითარებას უკავშირდება. General Motors-ი და Lynx Motors-ი, Cadillac -ს, საქართველოს ბაზარზე, ყველა იმ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად წარადგენენ, რომელსაც ბრენდი, მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს. პროცესს Lynx Motors-ის პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.
„ჩვენთვის Cadillac-ის შოუ-რუმი უბრალოდ ავტომობილების განთავსების სივრცე არ არის. გვინდოდა, შეგვექმნა ადგილი, სადაც მომხმარებელი Cadillac-ის სამყაროს პირველივე მომენტიდან შეიგრძნობდა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ უნივერსიტეტის ქუჩა, სადაც თანამედროვე, სამსართულიან კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც ბრენდის გლობალურ სტანდარტებსა და მის ხასიათს სრულად ასახავს. პრემიუმ და ლუქს გამოცდილება ავტომობილის შეძენით არ სრულდება - სწორედ აქ იწყება მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობა. ჩვენი მთავარი პრინციპიც სწორედ ესაა - მომხმარებელმა მიიღოს ის ხარისხი და ყურადღება, რასაც ის Cadillac-ის ბრენდისგან ელის“, - ოთო სიხარულიძე, Lynx Motors-ის დირექტორი.
Cadillac-ის შოურუმის გახსნის თარიღის, წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და ბაზარზე, ბრენდის ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.
General Motors-ის შესახებ
General Motors-ი ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობის და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.
GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.
ინფორმაცია იხილეთ: GM.com
Lynx Motors-ის შესახებ
Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.
BM.GE
წყარო: bm.ge