მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 16:30|bm.ge

დღეს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი სერვისი გადადის ციფრულ სივრცეში - ტაქსის აპლიკაციებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგითა და საკვების მიტანის სერვისებით დამთავრებული. ამიტომ ხშირად რთულია იმის გახსენება, კონკრეტულად სად გვაქვს საბანკო ბარათი დამატებული ან რომელ სერვისზე ვიხდით თანხას რეგულარულად.

ამ გამოცდილების გასამარტივებლად, პირველად საქართველოში, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისიმ მობაილბანკში ე.წ Subscription-ების შემოწმების ახალი ფუნქციონალი - „გამოწერები“ - დანერგა.

ფუნქციონალი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისით სარგებლობა თიბისი კონცეპტისა და Wealth Management-ის იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც გამოწერებისა და ონლაინ გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ Visa ბარათს იყენებენ.

გამოწერების სანახავად, ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი თიბისი Visa ბარათი და გადადით „გამოწერების“ ბანერზე.

გამოწერების ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ - მარტივად აღმოაჩინონ გამოწერები და ონლაინ პლატფორმებზე დამახსოვრებული ბარათები, რომლებსაც შესაძლოა აღარ იყენებდნენ.

თიბისი Visa ბარათის მომხმარებლები შესაძლოა რეგულარულად იხდიდნენ ისეთი ონლაინ პლატფორმების, მაღაზიებისა და სერვისების საფასურს, როგორიცაა Netflix, Amazon Prime და სხვა. მათ შორისაა ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერები და სხვა განმეორებადი გადახდები.

ფუნქციონალის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE