
საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა - სად, რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?
მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში, აპრილის განმავლობაში საწვავის გაძვირებას განაგრძობს. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, აპრილის განმავლობაში საწვავი კიდევ 15-52 თეთრით გაძვირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში აპრილში საწვავის ფასი 3-ჯერ - 3 აპრილს, 16 აპრილს და 28 აპრილს შეიცვალა. თვის განმავლობაში ბენზინი 16 თეთრით, ხოლო დიზელზე 40 თეთრით გაძვირდა.
შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
• G-Force სუპერი - ₾4.09, ზრდა - 16 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.69, ზრდა - 16 თეთრით; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.55, ზრდა - 16 თეთრით; • ევრო რეგულარი - ₾3.53, ზრდა - 16 თეთრით; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.27, ზრდა - 40 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.17, ზრდა - 40 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 40-46 თეთრით, ხოლო დიზელი 74 თეთრით გაძვირდა. Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა.
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 1, 4, 9, 16, 18, 23 და 29 აპრილს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ბენზინი 26 თეთრით, დიზელი კი აპრილის განმავლობაში 50-52 თეთრით გაძვირდა.
დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
• ეკო სუპერი - ₾4.08; ზრდა - 26 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾3.68; ზრდა - 26 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.22; ზრდა - 50 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.19; ზრდა - 52 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.53; ზრდა - 26 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.12; ზრდა - 50 თეთრი;