მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში შემოსვლიდან დღემდე 9.7 მლნ მგზავრს მოვემსახურეთ - Wizz Air
საქართველოში შემოსვლიდან დღემდე 9.7 მლნ მგზავრს მოვემსახურეთ - Wizz Air

საქართველოში შემოსვლიდან დღემდე 9.7 მლნ მგზავრს მოვემსახურეთ - Wizz Air

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 21:16|bm.ge

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა ქვეყნის მიმართულებით და პირიქით დაახლოებით 9.7 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

უნგრული ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, ქუთაისის აეროპორტის დაარსებიდან 14 წლისთავზე Wizz Air-ი საოპერაციო ბაზის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"ინიციატივა, რომელიც 2012 წლის 27 სექტემბერს ქუთაისსა და კიევს შორის Wizz Air-ის პირველი ქართული რეისით დაიწყო, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მასშტაბურ საოპერაციო მიმართულებად ჩამოყალიბდა.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა ქვეყნის მიმართულებით და პირიქით დაახლოებით 9.7 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი ინვესტიციის მასშტაბს უსვამს ხაზს.

დღესდღეობით ავიაკომპანია 12 ქვეყნის მასშტაბით 24 მიმართულებით ოპერირებს და საქართველოს დასავლეთ, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის წერტილებთან პირდაპირ აკავშირებს. ამ განვითარების ცენტრალურ კერად კვლავ ქუთაისი რჩება", - აცხადებენ კომპანიაში.

ამჟამად Wizz Air-ის ქართულ ოპერაციებს 4 საჰაერო ხომალდი და დაახლოებით 190 დასაქმებული უზრუნველყოფს. ავიაკომპანია საქართველოს მთლიანი საავიაციო ბაზრის დაახლოებით 17%-ს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85%-ზე მეტს ფლობს.

„დღევანდელი დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ იუბილე. ეს არის შესაძლებლობა, აღვნიშნოთ პარტნიორობა, რომელიც ათწლეულზე მეტია თანმიმდევრულად ვითარდება და საქართველოსა და ევროპას შორის მილიონობით კავშირის შექმნას შეუწყო ხელი. როდესაც Wizz Air-მა 2012 წელს საქართველოში პირველი რეისი განახორციელა, ჩვენ მხოლოდ ერთი მარშრუტით დავიწყეთ. დღეს კი გადაყვანილი გვყავს დაახლოებით 9.7 მილიონი მგზავრი, შევქმენით 24 მარშრუტისგან შემდგარი ქსელი 12 ქვეყნის მასშტაბით და ქუთაისის გარშემო მასშტაბური ოპერაციები დავაფუძნეთ. ეს პროგრესი ასახავს როგორც ქართველი მგზავრების მხრიდან არსებულ განსაკუთრებულ მოთხოვნას, ისე ევროპელი მოგზაურებისთვის საქართველოს მზარდ მიმზიდველობას“, - განაცხადა Wizz Air-ის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა ოუენ ჯონსმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE