
საქართველოში ტექინსპექტირების გარეშე ავტომობილების ექსპლუატაციის 162 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა | შსს
BM.GE|bm.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელი ავტომობილების სხვა პირისთვის მართვის ან ექსპლუატაციის გადაცემის 162 834 შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან 151 741 შემთხვევა ფიზიკურ პირებზე მოდის, 11 093 კი - იურიდიულ პირებზე. ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში დაფიქსირდა - 57 217 შემთხვევა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთსა (17 653) და აჭარაში (17 197) დაფიქსირდა.
ამასთან, სტატისტიკაში ასახულია უკვე დაჯარიმებული პირების მიერ იმავე დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ასეთი 44 191 შემთხვევა გამოვლინდა ფიზიკურ პირებში, ხოლო იურიდიულ პირებში - 2 671.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge