მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპთან შეხვედრამდე დასავლეთი გააკრიტიკეს
სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპთან შეხვედრამდე დასავლეთი გააკრიტიკეს

სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპთან შეხვედრამდე დასავლეთი გააკრიტიკეს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 20:42|bm.ge

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა - სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრამდე დასავლური სანქციები და "სავაჭრო პროტექციონიზმი" გააკრიტიკეს.

ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე ჩინეთის წვდომის ახალი ამერიკული შეზღუდვების ფონზე სი ძინპინმა "სავაჭრო პროტექციონიზმთან დაპირისპირების" პირობა დადო. გახსნით სიტყვაში ჩინეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა "თავისუფალ და ღია ვაჭრობას" და საკუთარი ქვეყანა გლობალურ ასპარეზზე სტაბილურ პარტნიორად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ გზავნილით პეკინი ღიად დაუპირისპირდა მთავარ ეკონომიკურ მეტოქეს - აშშ-ს, რომელმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ტარიფები გაზარდა და უფრო ხისტი საგარეო პოლიტიკა აირჩია.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა დასავლური სანქციები მკაცრად გააკრიტიკა და დასავლურ სახელმწიფოებს "ყოფილი ჰეგემონები" უწოდა.

ინფორმაციისთვის, სამმხრივი შეხვედრა შენჟენშია დაგეგმილი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვალ მოექცევა.

მოსალოდნელია, რომ სამი ქვეყნის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ირანში აშშ-ის ომს, ვაჭრობას, ხელოვნურ ინტელექტსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას განიხილავენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდაფორმულა
  • ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან კონფლიქტი უსასრულო ომად გადაიქცესრუსთავი 2
  • ტრამპი: ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხსაც განვიხილავთტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში ტექინსპექტირების გარეშე ავტომობილების ექსპლუატაციის 162 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა | შსს

საქართველოში ტექინსპექტირების გარეშე ავტომობილების ექსპლუატაციის 162 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა | შსს

BM.GE

ალდაგმა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა

ალდაგმა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა

BM.GE

საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

BM.GE