
საქართველოში წარმოებული ლუდის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - როგორია ინფლაცია ლუდზე?
BM.GE|bm.ge
საქართველოში წარმოებული ლუდის ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ TBC Capital-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2026 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივად წარმოებული ლუდის ფასმა ლიტრზე 3.2 ლარს მიაღწია. ლუდზე წლიური ინფლაცია კი 6% იყო.
აღსანიშნავია, რომ ფასების ზრდამ სექტორის შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო და ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge